Saturday, October 1, 2016

სტიქიური კატასტროფები

 პროექტის სახელწოდება :სტიქიური კატასტროფები
 პროექტის მთავარი იდეა: სტიქიური კატასტროფების (მიწისძვრის, ვულკანის, მეწყერის) ხასიათის და გავრცელების კანონზომიერებების შესწავლა  ,გარემოზე, საზოგადოებაზე  მათი გავლენა და შედეგების პრევენცია.
პროექტის აქტუალობა: ადამიანსა და ბუნებას  შორის ურთიერთობა  დედამიწაზე მისი გაჩენის დღიდან იწყება ,ბუნებას უზარმაზარი როლი ეკუთვნის საზოგადოების განვითარებაში. ადამიანმა  გამოიკვლია და შეიცნო ბუნების ბევრი საიდუმლო ,მაგრამ  გარემოში მიმდინარე პროცესების  შესწავლას დღემდე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ,რადგანაც ბუნებრივი კატასტროფების მართვა და აღკვეთა პრაქტიკულად შეუძლებელია. დღეს როდესაც ასე მოხშირებული და გააქტიურებულია სტიქიური კატასტროფები ,რომლებსაც საზოგადოებისათვის დამღუპველი შედეგები მოაქვს, მისი შესწავლა რა თქმა უნდა აქტუალური და აუცილებელია.
პროექტის მიზნები: გააანალიზოს და დაადგინოს სტიქიური კატასტროფების ბუნება და მათი გავრცელების კანონზომიერებები. გამოუმუშავდეს გეოგრაფიული ინფორმაციის
მოპოვების ინტერპრეტაციის, მსჯელობისა და ანალიზის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი:15-16 წელი.
ვადები (ხანგრძლივობა) : 2კვირა.
მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტი):მოძიებული მასალით შექმნან საპრეზენტაციო რესურსი :კატასტროფების   გავრცელების რუკები ,სლაიდები ,ვიდეო მასალა ,შესაძლებელია ბროშურების და   პოსტერების  შექმნა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ლიტერატურა შესაბამისი მასალით  .ინტერნეტი ,ფორმატები, მარკერები, ფერადი ფურცლები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს  ვთხოვ შეასრულოს სამუშაო ერთი კონკრეტული კატასტროფის
მიმართულების მიხედვით: პირველი ჯგუფი: მიწისძვრა-მიწისქვეშეთის რისხვა.
                                                    მეორე ჯგუფი :ვულკანი-„ცეცხლის ღმერთი."
                                                    მესამე ჯგუფი :არამდგრადი  ფერდობები.
საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
გეო XI.შედეგი 3.მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი და ანთროპოგენური  ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.
შედეგი 6. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული  კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობა.
პროექტის ხელმძღვანელი: (მასწავლებელი):მანანა წიკლაური.


ხელმძღვანელი ელ.ფოსტა:Salome.mancho.2016@gmail.com